LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ის სტიქიური პროცესი, რომელიც ორი წლის წინ ვერეს ხეობაში განვითარდა, ვერ დაფიქსირდება

54

რაც არ უნდა დიდი სეტყვა იყოს თბილისში, ის სტიქიური პროცესი, რომელიც ორი წლის წინ ვერეს ხეობაში განვითარდა, ვერ დაფიქსირდება. ამის შესახებ “ფორტუნას” გეოგრაფიის დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს თბილისში იყო წვიმა და სეტყვა, თუმცა დაფიქსირდა შედარებით დაბალი ნალექი, ორი წლის წინ კი ინტენსიური წვიმები გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, იყო დაფიქსირებული მაღალი ნალექი და ამას დაერთო მეწყერი, რომლებმაც სტიქიური პროცესი გამოიწვია. დვალაშვილი ამბობს, რომ ხეობაში მეწყერი იგივე რაოდენიბით ვერ ჩამოწვება, რადგან იქ ბევრი მასალა აღარ არის.  “შესაბამისად მოსახლეობის პანიკა ამ მიმართულებით უსაფუძვლოა.ეს პროცესები რთული გასახსნებელია, თუმცა ორი წლის წინ ძალიან ბევრი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა და ერთდროულად განვითარდა”, – აღნიშნა მან.

დვალაშვილი ამ დროისთვის ადიგენის რაიონში იმყოფება. მისი თქმით, სეტყვამ ნათესები დააზიანა, იყო წყალმოვარდნა და  გადაადგილება დროებით შეფერხდა.

საქართველოში დღეს ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. წვიმამ თბილისში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები გამოიწვია, დაიტბორა ავტოფარეხები, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. რუსთავში კი რამდენიმე უბანი დაიტბორა. წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონიც დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები