LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

75

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ობიექტზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, მაშინ მოხდა, როცა მამაკაცის სამუშაო საათები დასრულებული იყო, თუმცა ის იმ დროისთვის მაინც ადგილზე იმყოფებობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაო დღის ბოლოს ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა . მომხდარზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები