LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კარების საწარმო გაიხსნა

402

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  მორიგი ქართული საწარმო „მეგადორსი“ გაიხსნა, რომელიც MDF-ის ინტერიერის კარებს ამზადებს.

საწარმოს ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტროსგან,  კომპანიას თბილისში, კაიროს ქუჩა N44 მდებარე 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. პროგრამის ფარგლებში „მეგადორსმა” ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლა.

ამ ეტაპზე საწარმოს შესაქმნელად „მეგადორსმა“ 1 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 35 ადამიანი დაასაქმა. ამასთან, უახლოეს პერიოდში კომპანია რკინის კარების ხაზის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები