LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხვალ ყველის ფესტივალი ტარდება

90

ვარდების მოედანზე ხვალ, 11:00 საათზე, ყველის ფესტივალი გაიმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე გახსნიან.

„ფესტივალში ყველის მწარმოებელი 50 კომპანია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება, როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.  ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იქნება ყველის ამოყვანის მეთოდები. დამთვალიერებლები გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყველის დეგუსტაცია-გაყიდვა“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები