LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კიდევ 6 ველოსადგომი მოეწყობა

114

თბილისში, ლუბლიანას ქუჩის № 11-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან ველოსადგომი მოეწყო.18-ადგილიანი ველოსადგომი სამშენებლო კომპანია tride GROUP-მა, მათ მიერვე აშენებულ საცხოვრებელ სახლთან დაამონტაჟა.

როგორც კომპანიიდან რადიო ”ფორტუნას” აცნობეს, მათ ველოსადგომების მოწყობის გადაწყვეტილება, მოსახლეობის მოთხოვნის გამო მიიღეს.

ლუბლიანას ქუჩაზე არსებული ველოპარკინგი, tride GROUP-ის მიერ დამონტაჟებული პირველი სადგომია.

როგორც კომპანიიდან ”ფორტუნას” აცნობეს, მათ მიერ აშენებულ ექვსივე საცხოვრებელ სახლთან, მსგავსი სადგომები უახლოეს დღეებში მოეწყობა.

”ეს იყო ჩვენი პირველი ველოსადგომი. რადგან მოსახლეობისგან წამოვიდა მოთხოვნა, პირველი ექსპერიმენტი აქ განვახორციელეთ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დანარჩენ კორპუსებთან ანალოგიური სადგომების მოწყობა”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

იქიდან გამომდინარე, რომ საცხოვრებელი სახლი თითქმის დახურული ეზოა, აღნიშნული ველოსადგომი ნებისმიერ ველომოყვარულს ვერ მოემსახურება.

”თუ ველოსიპედით მოსარგებლე მოხვდება ამ კორპუსთან და გადაწყვეტს ველოსიპედის ჩვენ დაყენებას, ამის პრობლემა არ არის. თუმცა, ეს კვარტლის შიდა ეზოს ტერიტორიაა. ეზო თითქმის დახურულია და აქ იშვიათად ხვდებიან გარეშე პირები. ეს ველოსადგომი კონკრეტულად ერთი კორპუსის წინ დგას და სანამ სხვა კორპუსებშიც დავამონტაჟებთ, რა თქმა უნდა იქვე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ მისით სარგებლობა”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” კომპანიის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები