LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კრიპტოვალუტების პირველი ტერმინალი გაიხსნა

86

თბილისში კრიპტოვალუტების პირველი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ასევე პირველია მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. ტერმინალი კომპანია TPS Georgia-ს მფლობელობაშია და ის “ნიუ-იორკ ბურგერ თბილისის” რესტორანშია განთავსებული, კოსტავას 71 ნომერში.

TPS Georgia-ს ტერმინალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტები. გარდა ამისა, კომპანიამ შექმნა ვებგვერდი tps.ge, სადაც ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ციფრული ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ TPS Georgia პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ტერმინალებისა და ვებგვერდის მეშვეობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შანსს აძლევს. ამ დროისთვის შესაძლებელია Bitcoin-ის და Litecoin-ის ყიდვა, თუმცა, უახლოეს მომავალში იგეგმება სხვა კრიპტოვალუტების დამატებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები