LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში “მაკდონალდსის” ლოჯისტიკური ცენტრი იხსნება

93

“მაკდონალდს საქართველო” თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ლოჯისტიკურ ცენტრს ხსნის. ცენტრი, რომელიც “მაკდონალდსის” რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს, 28 მარტს 12:00 საათზე გაიხსნება.
“მაკდონალდს საქართველოს” მენეჯმენტის ცნობით, „მაკდონალდსის“ ლოჯისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ ჰყავს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
თბილისში “მაკდონალდსის” ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის 2.3 მილიონ ევრო დაიხარჯა. საწყობი უზრუნველყოფილია – 20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოჯისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები