LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მათემატიკის ფესტივალი ჩატარდება: რას წერს ”ნასა”?

404

საქართველოში, უკვე მეორედ, მათემატიკის ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიება 14 მარტს, ”ექსპო-ჯორჯიას” მე-3 პავილიონში გაიმართება და მისი ორგანიზატორი მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტია“.

როგორც ”ფორტუნას” ”ევერესტიდან” აცნობეს, სკოლების რეგიტრაცია 28 თებერვალს დასრულდა და 42 სკოლა დარეგისტრირდა. ფესტივალის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სკოლაში შექმნილმა გუდნმა ფესტივალზე მათემატიკის თემაზე შექმნილი პროექტი წარმოადგინოს.

”წლევანდელ ფესტივალზე გვაქვს რამდენიმე სიახლე, მათ შორის არის პროექტების კონკურსი. იმ სკოლის გუნდებმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ ფესტივალზე, ჩვენტან საკუთარი პროექტის ფოტო ან ვიდეომასალა გამოაგზავნეს. აღნიშნული მასალა Everest.ge – ის საიტზე განთავსდა და ხმის მიცემა პირველი მარტიდან დაიწყო. ხმის მიცემა გულისხმობს 12 საათში ერთხელ თქვენთვის სასურველი პროექტის მოწონებას-გაზიარებას ფეისბუქით. გამარჯვებული ხმების რაოდენობით 14 მარტს გამოვლინდება და სპეციალური პრიზი გადაეცემა”, – განმარტეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, გასული წლის მსგავსად წელსაც ჩატარდება კონკურსი პის რიცხვის დამახსოვრებაზე. 2016 წლის ფესტივალზე 11 წლის მოსწავლემ 156 რიცხვი დაიმახსოვრა და ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ რეკორდი წელს მოიხსნება.

რაც შეეხება ფესტივალის მიზანს, როგორც ”ევერესტში” განმარტავენ ის შემდეგში მდგომარეობს:
• კრეატიული იდეების წახალისება- ყველა ადამიანში იმალება ნიჭი, მას შეუძლია მსოფლიოში ისეთი რაღაც შექმნას, რაც ჯერ არავის გაუკეთებია და ამის საშუალება ფესტივალზე ეძლევა. 2016
• მათემატიკის პოპულარიზაცია – მათემატიკა არის საგანი, რომელიც მოსწავლეს უვითარებს აზროვნების უნარს.
• მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება
• სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება
• სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის

ცნობისთვის, ოლიმპიადა ”ევერესტის” ორგანიზებით საქართველოში პირველად მათემატიკის ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა. ღონისძიება ყოველწლიური გახდა და მსოფლიოში აღიარებულ პის დღესასწაულს ემთხვევა.

მსოფლიოს მასშტაბით, პირველად ეს დღე 1987 წელს, სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა და ეს ტრადიაცია ყოველი წლის 14 მარტს გრძელდება. აღნიშნულ ტრადიციას საქართველო 2016 წლის 14 მარტს შეუერთდა. მაშინ ფესტივალში მონაწილეობა 40-მდე საჯარო და კერძო სკოლის გუნდმა მიიღო. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს კერძო ორგანიზაციებმაც.

ამასთან, როგორც ”ევერესტში” აცხადებენ, მათ ”ნასადან” წერილი მიიღეს. ”ნასამ” სურვილი გამოთქვა ამ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა. ”ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო ფაქტია, ის რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური სივრცის კვლევის ორგანიზაციის საიტზე ჩვენს შესახებ სტატია განთავსდა და რაც ყველაზე მთავარია, ქართულად წერია სიტყვა განათლება”, – აღნიშნეს მათემატიკის ოლიმპიადაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები