LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მდინარე ლოჭინის დაბინძურების ფაქტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობა სწავლობს

1067

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ლოჭინში  თბილისის ნაგავსაყრელიდან გამოსული დაბინძურებული წყალი ჩაედინება. მათივე ინფორმაციით, მდინარის ნაპირზე გამორიყული იყო ასევე მცირე ოდენობით მკვდარი თევზი.

თბილისში, წინუბნის დასახლებაში, მდინარის შესაძლო დაბინძურების ფაქტზე დეპარტამენტს მოქალაქემ ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინა. 

მდინარიდან ლაბორატორიული კვლევისთვის წყლის სინჯები უკვე აღენულია. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება ასევე დახოცილ თევზსაც.

“იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მდინარის დაბინძურების ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მოიცავს საჯარიმო სანქციასა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას,” -განმარტავენ დეპარტამენტში.