LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იმართება

70

27-29 აპრილს გამოფენების ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში“ მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ,,ექსპო ჯორჯიადან” აცნობეს, არსებობის 58 წლიანი ისტორიის მანძილზე, თითქმის ორი ათეული წელია, ცენტრი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

”იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია “ექსპო ჯორჯიას” საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს, სტუმრები და გამოფენების მონაწილეები მუდმივად სიახლეების მოლოდინში არიან.

HoReCa-Expo-2017 – მასპინძლობის პირველი საერთაშორისო გამოფენა!
საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში HoReCa-Expo-2017 წლის სიახლედ მიიჩნევა. გამოფენაზე გაეცნობით სასტუმროებისა და რესტორნების აღჭურვილობის, აპარატურის, ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიებს. HoReCa-Expo-ერთგვარი საკონსულტაციო ფორუმი იქნება ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებთათვის – ახალი პროდუქტის შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მიმწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოებლად და შესყიდვების განსახორციელებლად.

ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი!

მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, უკვე მესამედ, ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი ჩატარდება. დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონცულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ. გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები.

განტვირთვის დროა!
1. ,,გურული დღიურების კვალდაკვალ“ – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე მკითხველს საგამოფენო დარბაზში ელის- 28 აპრილი, 16.00.
2. ,,სად ტურიზმი და სად ფილოსოფია?!“ – ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ბლოგერი, მუსიკოსი ანდრო დგებუაძე წაიკითხავს- 29 აპრილი, 16.00.
3. ,,თბილისური კატალოგი“ – დედაქალაქის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების ფოტოკოლაჟებს არქიტექტორი და ფოტოხელოვანი ნოდარ სუმბაძე წარადგენს.
მოგზაურობის დროა!
27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“გრანდიოზული ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები, კონკურსები, წარდგენები, სახალისო გათამაშებები და გასართობი ღონისძიებები გელით. დაესწარით მე-19 საერთაშორისოტურისტულგამოფენას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საქართველო ტურიზმის ქვეყანაა!

შეგახსენებთ, რომ…
1. არასტაბილური საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.97%-ს შეადგენს. ტურიზმის სექტორში 179 000 ადამიანია დასაქმებული. 2017 წლის იანვარი – მარტის მონაცემებით საქართველოს 1 266 125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტია.
2. 2016 წელს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 9 ქვეყნის 3 527 ვიზიტორი ჰყავდა. მონაწილეთა 92% ვიზიტორთა კვალიფიკაციას დადებითად გამოეხმაურა, ხოლო 84%-მა 2017 წლსი გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა”, – აღნიშნულია ”ექსპო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორია: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“
მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Welcome To Georgia! National Tourism Awards.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები