LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მინიმარკეტი გაქურდეს

96

თბილისში წუხელ მინიმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას ვარკეთილში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დილიდან მივიდნენ. ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების განმარტებით, მაღაზია დაკეტილი იყო და ქურდობის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროსი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები