LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მომავლის პროფესიების სასწავლო ცენტრი შეიქმნება

100

”ევროპული სკოლა” და Future Laboratory ერთობლივ, ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სკოლა – STEM (Science, Technology Engineering and Math) ფორმატის სასწავლო დაწესებულებად გადაიქცეს, შექმნას ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის, ბავშვებს გადასცეს ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალში.

Future Laboratory -ის ინფორმაციით, ევროპული სკოლის ბაზაზე შეიქმნება მომავლის პროფესიების სასწავლო ინოვაციების ცენტრი, სადაც სკოლის მოსწავლეები 1-12 კლასების ჩათვლით, დაეუფლებიან ისეთ პერსპექტიულ მიმართულებებს, როგორიც არის: ინდუსტრიული რობოტოტექნიკა, 3D მოდელირება და 3D ბეჭვა, მომავლის სამრეწველო დანადგარების გამოყენება, ინდუსტრიული დიზაინი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და სხვ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება STEM პროგრამის დაკავშირება ინოვაციების ლაბორატორიასთან და მეწარმეობის კომპონენტთან. ბავშვები აღნიშნულ მიმართულებებს დაეუფლებიან პროექტებსა და პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით.

როგორც Future Laboratory -ში აცხადებენ, ფოკუსირება მოხდება ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული ცოდნის გამოყენებაზე, პრაქტიკული ამოცანების შესრულებისა და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. მთავარი მიზანი იქნება, მოსწავლეებმა სწავლის პროცესში თანმიმდევრულად მიიღონ ის ცოდნა და უნარჩვევები, ასევე შეხება იქონიონ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეები კონკრეტულ ინოვაციურ პროექტებად და სტარტაპებად გარდაქმნან.

STEM სკოლის კონცეფციის ჩამოყალიბებას და ინოვაციური პროცესების მენეჯმენტს უზრუნველყოფს Future Laboratory, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომავლის პროფესიების განვითარების სფეროში როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები