LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Mothercare-ის ყველაზე დიდი მაღაზია იხსნება

778

თბილისში ბრიტანული ბრენდის, Mothercare-ის ყველაზე დიდი მაღაზია იხსნება. ობიექტი, რომელიც ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში”, დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე განთავსდა, 25 ადამიანს დაასაქმებს.

მაღაზიის კარი მომხმარებლისთვის ოფიციალურად ხვალ, 9 თებერვალს გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის დირექტორმა, ოთარ ქირიამ განუცხადა, Mothercare მომხმარებელს შესთავაზებს Mothercare & ELC -ს სრულ ასორტიმენტს, რომელშიც შედის საბავშვო პროდუქცია ფეხმძიმობის ასაკიდან 11 წლამდე: მათ შორის ავეჯი, სათამაშოები, მოვლის საშუალებები, ეტლები, აქსესუარები და სამოსი. ამასთან, მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ფეხმძიმე ქალის ტანსაცმელი და აქსესუარებიც.

შეგახსენებთ, საქართველოში ბრიტანული ბრენდი Mothercare 2010 წელს შემოვიდა. ის პირველ მაღაზიას 2015 წლამდე რუსთაველის გამზირზე ფლობდა, 2015 წლიდან დღემდე კი სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთშია” წარმოდგენილი. შესაბამისად, ”გალერია თბილისის” ფილიალი Mothercare-ისთვის საქართველოში რიგით მეორე მაღაზია იქნება. როგორც ოთარ ქირია ამბობს, ეს უკანასკნელი მასშტაბით გაცილებით დიდია, ვიდრე ”ისთ ფოინთის” ფილიალი.

ახალი მაღაზიისთვის “გალერია თბილისის” მესამე სართული შეირჩა, სადაც საბავშვო სამოსისა და სათამაშოების ბრენდები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები