LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მოზარდზე ძალადობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

25

თბილისში, მოზარდზე ძალადობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით,  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები