LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

119

თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში, მშენებარე კორპუსიდან  მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამ მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, ის 26 წლის იყო.

მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.

ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქდან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია, – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები