LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნება

44

სასტურმო ”ქორთიარდ მარიოტში”, დღეს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების თემაა: სოფლიდან ქალაქში მიგრაციის შეჩერება,  სოფლის განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზით.

ღონისძიებას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი, გაერო-ს რეზიდენტ კოორდინატორი, ნილს სკოტმა, ავსტრიის ელჩი, არად ბენკო და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე.

ღონისძიებაზე გაიმართება რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერების შესახებ მოკლე ფილმის პრეზენტაცია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული დევნილების ფოტოპორტრეტების გამოფენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები