LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

27

თბილისში, პეკინის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქე გზაზე გადადიოდა. უწყების ინფორმაციით, დაშავებული ქვეითი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები