LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები დამონტაჟდა (ფოტოები)

612

გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, მზის ენერგიაზე მომუშავე „ლედ“ სანათები დაამონტაჟა.

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” ნათურები საპილოტე პროექტის ფარგლებში დაამონტაჟა.

აღნიშნული სანათები აღჭურვილია სპეციალური მზის ელემენტებით, რომლის მეშვეობით დღის განმავლობაში მიღებული ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად და სპეციალური სენსორის მეშვეობით ღამით ავტომატურად ირთვება.


საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყო, მომავალში კი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაც დაიგეგმება. 


განახლებადი ენერგია, მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამ მხრივ, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები ხორციელდება.