LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნაგვის დაყრისთვის 275 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს

83

ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა, 20 აპრილიდან დღემდე, გარემოს დაბინძურებისთვის 2 777 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით – 275 890 ლარი.

როგორც თბილსერვის ჯგუფიდან “ფორტუნას” განუცხადეს, 2 777 სამართალდამრღვევი პირიდან 1 241 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით, გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 2 703 ფიზიკური და 74 იურიდიული პირი.

მას შემდეგ რაც ქვეითმა ინსპექტორებმა თბილისის ქუჩებში ნაგვის დაყრისთვის, მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს, ზუსტად ნახევარი წელი გავიდა.

ეს პროექტი სატესტო რეჟიმში, ჯერჯერობით, მხოლოდ დედაქალაქში ხორციელდება. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები