LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან

75

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით,  თბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, მერის დავალების შესაბამისად, ორი კვირის ვადაში შემუშავდა ნარჩენების გატანის ღამის საპილოტე რეჟიმზე გადასვლის პროექტი, რომელიც თავდაპირველად ცენტრალურ უბნებში და ქუჩებში განხორციელდება, შემდეგ კი თბილისის მასშტაბით.

ბითაძის განცხადებით, პროცესის დაწყების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას გარკვეული სქემების, მარშრუტების, დროისა და რეჟიმების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება დასუფთავების მანქანების ღამით მუშაობასთან. დაგვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა იმ უბნებში, სადაც საპილოტე პროექტი განხორციელდება,“ – განაცხადა ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები