LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოვიდა

30

რამდნეიმე საათის წინ თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოფრინდა. ვიზიტის დროს დაგეგმილია ჯეიმი შის შეხვედრები საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში.

განხილვების მთავარ თემებად ნატო-ს მაღალჩინოსანმა ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივები და ქართულ ჯარში ქალების როლის ზრდა დაასახელა. თბილისში ყოფნის დროს ჯეიმი ში საჯარო ლექციის გამართვასაც აპირებს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ნატოსაქართელოს პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ორმხრივ კონსულტაციები გაიმართება. განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საუბარი, ასევე, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტსაც შეეხება, რომლის ერთერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოსთან ნატო ურთიერთობა იქნება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობითი ერთერთი მთავარი პროგრამის, მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებითვის შესახებ გვექნება საუბარი. ვიმსჯელებთ, ასევე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლის საკითხზე და ქართულ მხარეს, ამ მხრივ, ნატო გამოცდილებას გავუზიარებთ,განაცხადა ჯეიმი შიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები