LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

33

თბილისის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ წინ, „თბილისი გალერეასთან“ მოხდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პირები ცივი იარაღით არიან დაჭრილი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე იმ პირის ვინაობა, ვინც ორი ახალგაზრდა დაჭრა, უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

“ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.“, – განაცხადეს შსს-ში.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, უწყების ცნობით, ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები