LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში PORSCHE PANAMERA-ს ახალი მოდელის პრეზენტაცია გაიმართება

244

2 დეკემბერს 20:00 საათზე , PORSCHE CENTRE TBILISI-ს ორგანიზებით, კინოსტუდიის მე-5 პავილიონში (მის: ახმეტელის ქუჩა 10ა) The All New PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO-ს პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ” პორშე ცენტრი თბილისიდან” აცნობეს, PORSCHE PANAMERA-ს ახალი მოდელი გამოირჩევა დიზაინითა და დახვეწილი ორიგინალური ფორმებით.

”ავტომობილი დიდ პოპულარობას მოიპოვებს პორშეს მარკის მოყვარულთა შორის,რადგან სრულიად ახალი კონსტრუქცია უფრო მეტ დინამიურობას, სისწრაფეს, მოქნილობას, კომფორტსა და ამბიციურობას ანიჭებს მას.  PANAMERA SPORT TURISMO-ს ყველაზე მაღალი კონფიგურაციია გახლავთ:4,0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი, რომელიც 3.4 წამში ანვითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო სიმძლავრე 680 ცხენის ძალა აქვს. შასის კონტროლის სისტემა, მოხვევადი უკანა თვლები, Drive Assistance სისტემა ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის. Porsche Connect-ის მეშვეობით კი ავტომობილი ციფრულ სამყაროს უკავშირდება”,- აცხადებენ ” პორშე ცენტრი თბილისში”.

მათივე ცნობით, ”პორშეს” ყველა პრეზენტაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ღონისძიებებს უნიკალურს ხდის არამარტო ახალი მოდელის პრემიერა, არამედ შოუ-პერფორმანსიც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეცეფექტებითაა გაჯერებული.

PANAMERA SPORT TURISMO-ს ნახვა ყველა მსურველისთვის შესაძლებელი იქნება ”პორშე ცენტრი თბილისის” შოურუმში 4 დეკემბრიდან: მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #5.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები