LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

239

თბილისში ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წებოებისა და საღებავების მწარმოებელ ქარხანას შპს „ჯეოჩემი“ ააშენებს.

პროექტის მხარდასაჭერად კომპანიას თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ქონება გადაეცა.

შპს „ჯეოჩემი“ცემენტისა და ბეტონის დანამატების, სხვადასხვა სახის წებოების, ავტომობილის ანტიფრიზის და პლასტმასის კონტეინერების წარმოებას გეგმავს. საწარმოს მოსაწყობად  2.445 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ადგილზე 40 ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები