LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რაგბის ახალი კომპლექსი აშენდება

117

თბილისის მერი დავით ნარმანიას თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი რაგბის ახალი კომპლექსი იქნება, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო.

მისი ინფორმაციით, 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის.

პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა  თამაშების ერთ ნაწილს.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს და სამუშაოები 2017 წლის თებერვალში დასრულდება.

მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მიმდინარე წელი შეაჯამა და წლის ყველაზე მასშტაბური პროექტები დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები