LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რძის კონგრესი იმართება

70

სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია”, დღეს, კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნას.

კონგრესის ორგანიზატორების განმარტებით, კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მონაწილე, მათ შორის მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები.

”საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და მაღალი საბაზრო მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რაც ამ სექტორს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს მერძეული მესაქონლეობის სფეროში და პრაქტიკულ მაგალითებს რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ღონისძიების ფარგლებში თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების მმართველი პირები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში 10 ათას ლიტრზე მეტ წლიურ მწარმოებლურობას ერთ სულ ძროხაზე, რისი მიღწევა საქართველოს პირობებშიც ასევე სრულიად შესაძლებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები