LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა

95

თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა და ის ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს. სამიტი იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.

„დღევანდელი „რეგიონული ენერგეტიკული სამიტი“ წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. წელს სამინისტროს ინიციატივით ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი მასშტაბი გაგვეფართოვებინა და შინაარსი, თემატური რაკურსი შეგვეცვალა ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებას უკავშირდება. დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე, მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკას”, – განაცხადა სამიტის გახსნისას ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.


სამიტზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე. ასევე ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები