LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რუსეთის მოქალაქეს დაესხნენ თავს

39

საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის მოქალაქეს დაესხნენ თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში სამი უცნობი პირი დაესხა თავს.  მომხდარი „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა დღეს დილით მოხდა.

“სახეზეა ძარცვის ფაქტი და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის აღძრული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავევვბის დასაკავებლად , მოქალაქე დაჭრილი არ არის,“ –  განაცხადეს შსს- ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები