LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რუსი ტურისტი სასტუმროდან გადმოვარდა და სიკვდილს ებრძვის

90

რუსი ტურისტი თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს მე-6 სართულიდან გადმოვარდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ეკატერინბურგელი სერგეი კოვალევი საქართველოში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ინციდენტი 9 აგვისტოს ღამეს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ინტერნეტ მომხმარებლებს მიმართეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დეტალებზე ისინი არ საუბრობენ და არც იმას აზუსტებენ, დაწყებულია თუ არა გამოძიება. 32 წლის მამაკაცმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო. ტურისტს უკვე 5 ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ის ამ დრომდე კომაში რჩება.

„სერგეის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა წინასწარი პროგნოზისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. მისი გადაადგილება არ შეიძლება, სწორედ ამიტომ სამშობლოში დაბრუნებაც ვერ ხერხდება“, – აცხადებენ სერგეის ახლობლები.

რუსული მედია იმასაც აღნიშნავს, რომ თბილისის საავადმყოფოში (როგორც თავად აღნიშნავენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში) მკურნალობა ოჯახს ძალიან ძვირი, ღამეში 25 ათასი რუბლი (დაახლოებით ათას ლარამდე) უჯდება, ამის საშუალება კი მათ არ აქვთ და ფულის შეგროვებაც სწორედ ამიტომ დაიწყეს. მედიკოსთა პროგნოზით კი მამაკაცის რუსეთში გადაყვანა უახლოესი ერთი თვე მაინც არ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები