LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ჩატარდება

61

კულტურისა და განათლების ფონდის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით, 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება. მომავალი წლიდან კი ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაცია შესაძლებელია www.taoba.cef.org.ge-ზე არსებული განაცხადის ფორმის შევსებით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 2018 წელს 300 ახალგაზრდას შეარჩევს,“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი განხორციელდება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.