LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საფეხმავლო ქუჩების რაოდენობა იზრდება

39

თბილისში საფეხმავლო ზონები იზრდება. როგორც საკრებულოში დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ძველი თბილისის არეალში, 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.

როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, წელს იგეგმება ორბელიანის მოედანზე, ავტომობილებისთვის ფურცელაძის ქუჩის ჩაკეტვა. ამ ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი.

ასევე, საფეხმავლო გახდება: ერეკლე მეორის ქუჩა, ალექსანდრე დიუმას ქუჩა და გორგასლის პირველი შესახვევი.

მერიამ თბილისის კონკრეტული ქუჩების საფეხმავლო ზონებად გადაკეთება ჯერ კიდევ წინა წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა ბოტანიკურის ქუჩას, შარდენს – ბამბისა და რკინის რიგს, ასევე აღმაშენებლის გამზირს ზაარბრუკენის მოედნამდე.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები