LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საფრანგეთის ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით ღონისძიება ჩატარდა

48

7 მაისს, ATOUT FRANCE საფრანგეთის საზოგადოებრივი ტურიზმის სააგენტომ, Air France საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად, პრესკონფერენცია და სპეციალურ მიღება გამართა, რომლის მიზანიც საფრანგეთის ტურიზმის პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი პასკალ მუნიერი, ATOUT FRANCE-ის დირექტორი ირინა კოროტკოვა და Air France KLM უკრაინის და საქართველოს ექაუნთ მენეჯერი ნატალია ნეზნამოვა ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, მიღებაზე მიწვეულები იყვნენ 40-მდე ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, აღმოეჩინათ საფრანგეთის მაღალი ხარისხის კულტურული მემკვიდრეობები პარიზში. მათ შორის იყო „აირზენა“, Air France-ის საჰაერო პარტნიორი საქართველოში, რომელიც 26 მარტიდან კვირაში ორჯერ ახორციელებს პირდაპირ რეისებს თბილისი-პარიზის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები