LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი ჩატარდება

62

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარსა და აზიის ბანკის სათავო ოფისის ენერგეტიკული დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები.

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნები. ასევე, სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაგეგმილ ერთობლივ სამომავლო პროექტებს. მათ შორის, ენერგეტიკაში მზის მოტივტივე სისტემების განვითარებისა და სხვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები