LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

116

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.

გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები