LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სასტუმროს მოსაწყობად სახელმწიფო ქონება იყიდება

104

თბილისში, ტურისტულად აქტიურ ზონაში, სასტუმროს მოსაწყობად სახელმწიფო ქონება იყიდება.

“ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების გაზრდილმა რაოდენობამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო წარმოგიდგენთ პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის ფარგლებშიც, ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში ინვესტორებისთვის შეირჩა 50 უძრავი ქონება,”- აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, აუქციონი დღეს გამოცხადდა და ის მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დასრულდება. საუბარია თბილისში, დ.უზნაძის ქუჩაზე განთავსებულ 2796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 1 740 000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები