LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია იხსნება

96

თბილისში ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია იხსნება. ობიექტი ოფიციალურად 2017 წლის 14 მარტს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას #7-ში, 15:00 საათზე გაიხსნება. მაღაზიაში თბილისელებისთვის უკვე კარგად ნაცნობ ძეხვეულთან ერთად, ავსტრიული ხორცისა და ყველის დელიკატესები გაიყიდება. გარდა ამისა, მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ავსტრიული ფქვილითა და ტექნოლოგიით ადგილზე გამომცხვარ პურის მრავალფეროვან არჩევანს.

• სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევიან კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი,ალოის კაიზერი დაპურის ტექნოლოგი – ვერნერ კუბლი.
• პრეზენტაციას დაესწრებიან ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო და თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე.

როგორც „შირნჰოფერის“ ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ავსტრიული მხარისთვისაც. განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მლნ. დოლარის ოდენობის ლოკალური ინვესტიცია, შეიქმნა 20 -მდე ახალი სამუშაო ადგილი. მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილია „შირნჰოფერის“ კიდევ რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნა.

კომპანია „შირნჰოფერის“ შესახებ:
ავსტრიის ქალაქ კაინდორფში იოსებ შირნჰოფერმა 1926 წელს დააარსა ხორცის კომპანია „შირნჰოფერი“. მისმა შვილმა, კარლ შირნჰოფერმა დედასთან ერთად 1950 წლიდან დაიწყო ძეხვეულის წარმოება დამალე გადაიქცა დიდ საწარმოდ. 1992 წლიდან კომპანიას მართავს უმცროსი კარლ შინრჰოფერი.

კომპანია „შირნჰოფერი“ მდებარეობს ავსტრიის გულში – შტირიაში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში. ის თითქმის საუკუნეა ქმნის 600-ზე მეტი დასახელების დელიკატესურ ძეხვეულს. წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ავსტრიული ხორცი გამოიყენება. ქვეყნის მასშტაბით, „შირნჰოფერს“ 630 პარტნიორი ფერმერი ჰყავს. სწორედ ამ ფერმებიდან იწყება ხარისხის უმკაცრესი კონტროლი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიების საშუალებით მუდმივად ხორციელდება პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. შირნჰოფერმა თავისი პროდუქციის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა. ამის გამო სამართლიანად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ჩვენთან, საქართველოში.

„შირნჰოფერს“ მიღებული აქვს IFS-ის (International Food Standard) სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტის მუდმივ შემოწმებას ახორციელებს.
საწარმოს პარტნიორები არიან:
– 2003 წლიდან: VierPfoten
– 2004 წლიდან: Greenpeace
– 2005 წლიდან: Kroswang

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები