LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება

1188

თბილისში სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება, პროექტს შპს „ბენნ“ განახორციელებს.

შპს „ბენნ“, რომელიც ტანსაცმლის ინდუსტრიაში საქმიანობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაფართოებას გეგმავს. საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, რის შემდეგაც საბნებისა და ბალიშების წარმოება დაიწყება.

კომპანიაში ამჟამად 50-მდე ადამიანი მუშაობს, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 15 ადამიანით გაიზრდება. კომპანია, რომელიც ყოველდღიურად 200 კილო სინთიპონის დამუშავებას აპირებს, სამომავლოდ საკუთარ პროდუქცის ექსპორტზე გაიტანს. 

შპს „ბენნ“ თბილისში, ორხევში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები