LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისში სტიქია განმეორდება და უფრო დიდი მასშტაბის იქნება”

78

“სტიქია განმეორდება და უფრო დიდი მასშტაბის იქნება,” – ეს განცხადება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა, თამაზ ელიზბარაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა.

ელიზბარაშვილმა დახმარება თბილისის მერიასაც სთხოვა და აღნიშნა, რომ 2 ოჯახი სიკვდილისთვის არის განწირული.

“2 ოჯახია სტიქიის ზონაშია, რომელთა სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ არის. ანალოგიური სიკვდილი ელოდებათ, თუ სტიქია განმეორდება. ესენი არიან ხათუნა ელიზბარაშვილი და ნინო შონია. სტიქია აუცილებლად განმეორდება და იმაზე უფრო დიდი მასშტაბის იქნება, ვიდრე ეს იყო,” – აცხადებს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივნისში ვერ შეაფასეს რეალურად ის ცნობები, რომელიც მიდიოდა. მას მიაჩნია, რომ ინფორმაციის დროულად გავრცელების შემთხვევაში ადამიანთა გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები