LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტექნიკის მაღაზია სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს

84

გამთენიისას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, წაღებულია 4500 ლარი და 19 მობილური ტელეფონი, რომელთა ღირებულება 15 ათას  ლარამდეა.

როგორც მაღაზიის მენეჯმენტში აცხადებენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ქურდობა სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს, მათ ქვებით ჩაამსხვრიეს კარი, მაღაზიაში კი ერთ წუთზე ნაკლები დაყვეს.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით,  ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი გლდანშიც დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები