LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თუშური კუთხე მოეწყობა

53

საქართველოს დედაქალაქში თუშური კუთხე მოეწყობა. როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული იდეის ავტორმა და ახალგაზრდა მეწარმემ  თამარ იდოიძემ განუცხადა, პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თუშური კულტურის გაცნობაა.

”სამწუხაროდ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თუშეთს თავისი კუთხე ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც კი არ გააჩნია. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, რომ ისეთ ადგილას, სადაც შედარებით დიდია ტურისტული ნაკადი, გამეკეთებინა თუშური კუთხე. მოეწყობა მცირე ზომის კაფე, რომელსაც ექნება კულტურული დატვირთვა”, -აღნიშნა იდოიძემ.

მისივე ინფორმაციით, კაფეში მისულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს თუშური ნივთები, ინტერიერი. გარდა ამისა, დააგემოვნოს თუშური სამზარეულო.

როგორც ახალგაზრდა მეწარმემ განმარტა, აღნიშნულ  კაფეში 10-ამდე კადრს დაასაქმებს და ისინი ძირითადად, თბილისში ჩამოსული თუში სტუდენტები იქნებიან.  ”ჯერ დათვლილი არ მაქვს ის თანხა, რომელიც თუშური კუთხის მოსაწყობად დამჭირდება, თუმცა,  საკმაოდ ძვირი დაჯდება. ამიტომ, ვმონაწილეობ პროექტში „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”. თუ მოვიპოვე დაფინანსება, შევძლებ ჩემი ბიზნეს გეგმის განხორციელებას”, – აღნიშნა თამარ იდოიძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმე თუშეთში საოჯახო სასტუმროს ფლობს და უახლოეს მომავალში, თუშეთის მიმართულებით ტურისტული მარშრუტების შედგენასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები