LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება

103

თბილისში უნებართვო გარევაჭრობა, 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დასჯადი ქმედება იქნება.

პარლამენტს “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, თბილისში უნებართვო გარევაჭრობისათვის ჯარიმის ოდენობები მკაცრდება.

კერძოდ, თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა), ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა).

ასევე იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებისათვის განკუთვნილი ჯარიმაც – 50 ლარიდან 200 ლარამდე.

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

“ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები