LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ვერაზე 60-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

67

თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. პირველ არხთან მეზობლები აცხადებენ, რომ  მკვლელობა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი ცხედარი ნათესავმა იპოვა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. დამატებით ინფორმაციას დაზუსტებისთანავე შეგატყობინებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები