LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Wizzair–ის პრეზიდენტი ჩამოდის

57

საქართველოში ავიაკომპანია Wizzair-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი ჩამოდის. ავიაკომპანიის პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდება და საქართველოში მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.

შეხვედრა “ქორთიარდ მარიოტში” შედგება. როგორც “ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ჯოზეფ ვარადი ავიაკომპანიასთან დაკავშირებულ კითხვებსაც გასცემს პასუხს.

ამ დროისთვის Wizzair ფრენებს ქუთაისიდან ბუდაპეშტის, ვარშავის, კატოვიცეს, ვილნიუსის, ბერლინის, დორტმუნდის, მიუნხენის, მილანის, სალონიკისა და ლარნაკას მიმართულებით ასრულებს. 18 ივნისიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონში იწყება.

საუბარია იმაზეც, რომ Wizzair–ს შესაძლოა ახალი მიმართულებებიც დაემატოს.