LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

90

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ბენდელიანის ინფორმაციით, პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე გაფორმებული იქნება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლის ვალდებულებაც იქნება უშუალოდ ამ საფეხმავლო ხიდების გამაგრებარეაბილიტაცია. ქალაქის მასშტაბით რამდენი ხიდიც არის, ყველას შემოწმებაა ჩატარებული. იმის გამო, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ ისარგებლოს ამ ხიდებით, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია ჩატარდება. იმ კვირიდან ამ პროცესს დავიწყებთ და რეაბილიტაცია მთელი წელი გაგრძელდება, რადგან შესაძლოა, ხიდი ახლა მყარი იყოს, მაგრამ 3 თვის შემდეგ ჩარევა დასჭირდეს. იქნება ახალი კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს შეასრულებს, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ცნობით, ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „უნივერსალმშენი“ შეასრულებს და მისი ღირებულება 237 732 ლარია. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის ხიდია. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული ხიდების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები