LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს (ფოტო, ვიდეო)

498

თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი მიმდინარეობს.  ყველი ღვინის მოყვარულებისათვის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი პროდუქტია, რადგან შეხამების დროს ყველი ღვინის საუკეთესო “წყვილად” ითვლება და ღვინოს ისე არაფერი ეხამება, როგორც სხვადასხვა ტიპის ყველი. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე ყველის მწარმოებლებთან ერთად, ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიაც იღებდა მონაწილეობას.

 

 

ფესტივალზე წარმოდგენილია უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ, იხილონ ყველის ამოყვანის მეთოდები, გაეცნონ დამბალი ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სახეობების დამზადების პროცესს.

 

 

 

 

უკვე მეთორმეტედ გამართული ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები