LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ზებრაზე შესრულებული ხორუმი სომხეთში გაიმეორეს

202

სომხეთში, ზებრა გადასასვლელზე, ახალგაზრდებმა ნაციონალური ცეკვა შეასრულეს.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცეკვა ზებრაზე უსაფრთხოდ გადასვლის კამპანიის ფარგლებში შესრულდა. ადგილობრივები ახალგაზრდებს აქებენ და იდეას უწონებენ.

თუმცა, იდეა სავარაუდოდ, თბილისში ჩატარებული კამპანიიდან გაჩნდა.

ვიდეოს კომენტარებში უამრავი ქართველი აკომენტარებს და წერს, რომ ყველაფრის “მითვისება” არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 16 ნოემბერს, ზებრა გადასასვლელზე მოცეკვავეები ხორუმით გადავიდნენ.

ცეკვა ზებრაზე უსაფრთხოდ გადასვლის კამპანიის ფარგლებში შესრულდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1827808070577347/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები