LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისური რესტორანი, რომელიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს წარმოადგენს

838

თბილისური რესტორანი, რომელიც შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს – ”ავალონი” მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და 200 სტუმარს იტევს.

”ჩვენი რესტორანი ქალაქის დამქანცველი ხმაურისგან მოშორებითაა განთავსებული. მისი ექსტერიერი და ინტერიერი განსხვავებულია, ვინაიდან, შუა საუკუნეების ტრადიციების მიხედვითაა მოწყობილი. ორსართულიანი დარბაზი 200 სტუმარს იტევს. სამზარეულო კი მრავალფერვანია – უგემრიელესი ევროპული და ქართული კერძებითა და დესერტებით”, – განაცხადეს ”ავალონის” მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, ”ავალონის” სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, რესტორანში მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამაც აქვთ. აქ მღერიან თამთა ცხვიტავა, თეო თევზაძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ავალონის“ კვარტეტი… უკრავს ვიოლინო, საქსოფონი… ასევე, წარმოდგენილია ქართული ცეკვები, ჯაზისა და ბლუზის საღამოები…

როგორც რესტორნის მენეჯმენტში აცხადებენ, ”ავალონის” მიმართ განსაკუთრებით დიდია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება. ბანკეტებთან დაკავშირდებით, მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„უკვე დაწყებულია ჯავშნების მიღება… ჩვენი რესტორანი მოსწონთ როგორც ინტერიერ-ექსტერიერით, ასევე გემრიელი კერძებით, სასიამოვნო გარემოთი, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით და ძალიან მისაღები ფასებით, რომელსაც მათ ვთავაზობთ. სკოლის ბანკეტზე მოსულ სტუმრებს რესტორანი საჩუქრად დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს: წითელი ხალიჩა, სადღესასწაულო ტორტი, შამპანურის პირამიდა, ფოიერვერკი, დიჯეი”, – აღნიშნეს ”ავალონში”.

ცნობისთვის, რესტორანი ”ავალონი” აკაკი ბაქრაძის #40-ში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე 12:00-დან 03:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები