LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილს მეუღლე ემოციურ პოსტს უძღვნის – „თეა, მიყვარხარ…“

4040

მეორე დღეა, „არჩევანში“  „ქართული ოცნების“ წევრების სტუმრობა და კახი კალაძის შელაპარაკება თეა ადეიშვილთან მთავარ განსახილველ თემად რჩება. ინტერნეტში, ჟურნალისტის პირად გვერდზე მეგობრები და ახლობლები მას ამხნევებენ და გარეგნობასთან დაკავშირებით უამრავ კომპლიმენტს უწერენ.  თეას ვრცელი და ემოციური პოსტი მიუძღვნა მისმა მეუღლემ, გენა უჩუმბეგაშვილმა, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება.

„თეა, ძალიან მინდა, რომ დღეს თბილისში ვიყო და გაგამხნევო, ძალიან მოყვარხარ, ძალიან ვამაყობ, რომ მუშაობ ჩემს საყვარელ ტელეკომპანიაში „რუსთავი-2“-ში.

ვიცი, ძალიან ძნელია ესეთ ცინიკოს პოლიტიკოსებთან დებატების დროს შეინარჩუნო წონასწორობა, მაგრამ ამით ხართ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ყველაზე მაგრები.

პრობლემა ის კი არ არის, რომ კალაძემ შენ არ გიპასუხა, პრობლემა ის არის, რომ კალაძემ არ უპასუხა იმ ხალხს, რომლის ხმებისთვისაც ახლა იბრძვიან, პრობლემა ის არის, რომ მან არ უპასუხა იმ ოჯახების ნათესავებს, რომლებმაც 13 ივნისს დაკარგეს ახლობლები, მან არ უპასუხა იმ მაშველებს, რომლებიც თავს სწირავდნენ ხალხის გადასარჩენად და ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ მიდიოდა ვერტმფრენები საშველად.

ეს ჩვეულებრივი მეთოდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების:

– რატომ გაუფასურდა ლარი? – ლარი კი გაუფასურდა, მაგრამ თქვენ რომ …, ის სისხლიანი 9 წელი …,

– რატომ შეჩერდა ინვესტიციები? – კი, მაგრამ თქვენ რომ …, ის სისხლიანი 9 წელი …,

– რატომ შეჩერდა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა? – კი შეჩერდა, მაგრამ თქვენ რომ …, ის სისხლიანი 9 წელი ….

აი, ეს არის მათი პასუხები!

კალაძე არც კი შეეცადა, თავი გაემართლებინა:

რატომ არ გამოიყენეს 2015 წლის 13 ივნისს ვერტმფრენები ხალხის გადასარჩენად???

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გუშინ „რუსთავი 2“-ში მყოფებმა თავი აარიდეს, იქნებ, ვინმე სხვა ქართული ოცნების მომხრეებმა გამარკვიოთ და აქ დაწეროთ ამ კითხვის პასუხი?

და აქაც თუ არ უპასუხებთ, მაშინ ის მაინც დაწერეთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა იმ თბილისელებმა, რომლებიც დაზარალდნენ 13 ივნისს, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები, იმ მაშველებმა, რომლებიც თავს წირავდნენ სხვების გადასარჩენად?“ – კითხულობს ვრცელ პოსტში ჟურნალისტის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები