LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი არ გათხოვილა – მინისტრის შესახებ გავრცელებული ამბავი ჭორი აღმოჩნდა

284

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გაბედნიერდა. ამის დასადასტურებლად, თეთრ სამოსში გამოწყობილი მინისტრის ფოტო გავრცელდა, რომელიც ქორწინების სახლში იყო გადაღებული, მის გვერდით კი მამაკაცი იდგა, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი.

გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. ფოტო ინტერნეტში მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ ის 2014 წელს არის გადაღებული, გორში ქორწინების სახლის გახსნისას. მინისტრმა მაშინ პირადად ჩაატარა იოსებ ძურძუკისა და ირინე კორინთელის ქორწინების ცერემონია.

ფოტოზე კი, რომელიც ისე გავრცელდა, როგორც მინისტრის ქორწინების დადასტურება, თეა წულუკიანი ერთ-ერთი სამსახურის უფროსთან ერთად არის გადაღებული, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიალს.

თეა წულუკიანის პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი ჭორი გავრცელებულა, რომლებიც საბოლოოდ არ დადასტურდა, მათ შორის მისი გათხოვების შესახებაც. მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთადერთი ფატალური შეცდომა, რაც პირად ცხოვრებას უკავშირდება, ისაა, რომ ოჯახი პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შეექმნა და აღნიშნა, რომ მთავარი წესი ქალებისთვის, სანამ ამ სფეროში მოღვაწეობას დაიწყებენ, სწორედ ეს არის…

ნინო მურღულია

075cbea2-486c-4354-a6d7-7656fc979798

84d78a08-7674-4f45-ae87-213240d36e39

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები