LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი – ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, პროკურატურას მტკიცებულებებიც წარუდგინოს, თუკი ასეთი გააჩნია

37

ამ ქვეყანაში კორუფცია ვერ დაბრუნდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციაში ადანაშაულებს.

“გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. პროკურატურა ამ თემაზე მუშაობს და რა თქმა უნდა, ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პატიმრების შეწყალების ფაქტებთან მიმართებაში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იუსტიციის მინსიტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით მოისმინა.
“იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში, არც პროექტის შემუშავებასა და არც იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც ამნისტიის კანონის მოქმედების ქვეშ უნდა მოხვედრილიყო”, – განაცხადა წულუკიანმა.

მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გუშინ ალეკო ელისაშვილი და შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები